WEBIZ წარმოგიდგენთ – CLICKTO.LIVE

Webiz წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს – Clickto. Live-ს. Webiz- ის გუნდი მუშაობდა Clickto.Live- ის პროგრამულ უზრუნველყოფასა და დიზაინზე, რომელიც არის ვირტუალური პროგრამების მენეჯმენტისა და ოპერაციის პლატფორმა. მისი დახმარებით სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებით თქვენს აუდიტორიას – სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. პლატფორმა გამოიყენება დაგეგმვის, მონიტორინგის, დისტანციური სწავლების, ონლაინ კლასების და ვირტუალური სკოლის მრავალი პროგრამისთვის.   ერთი პლატფორმა – უსასრულო შესაძლებლობები. Clickto.Live– ის საშუალებით, თქვენი ვირტუალური ონლაინ პროგრამა უმოკლეს ვადაში იმუშავებს და უზრუნველყოფს თქვენი ყველა მონაწილის გამოცდილებას. Clickto.Live იმდენად ინტუიციურია, რომ ყველას შეუძლია შექმნას პროგრამის განრიგი – მარტივი ან რთული.   აქციეთ თქვენი ვირტუალური პროგრამა საკუთარ სახლად. Clickto.Live მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულია, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს სრულად გაითავისონ თქვენი უნიკალური ბრენდის სახე.   მონაწილეთა გამოცდილება განსაზღვრავს ნებისმიერი ონლაინ პლატფორმის წარმატებას. თქვენი აუდიტორია პლატფორმაში ჩართვას შეძლებს მარტივად გამოსაყენებელი და პრაქტიკული მახასიათებლებით, რომლებიც ინტეგრირებულია Clickto.Live-ის ვირტუალურ კლასში.  
მარიამ აბრამიშვილი

მარიამ აბრამიშვილი

მარიამი არის ქოფირაითერი, რომელიც WEBIZ-ის ოჯახს 2021 წელს შემოუერთდა. იგი
კონტენტ მენეჯერებთან ერთად მუშაობს მრავალ საკითხზე, რათა დაეხმაროს
გლობალურ მეწარმეებსა და დაინტერესებულ პირებს გაიგონ მეტი ტექნოლოგიების შესახებ
და მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები მათი ბიზნესისთვის. თავისუფალ დროს, მისი
მთავარი გატაცებაა ხატვა და კითხვა.

Latest Articles