მზად ხარ UI/UX დიზაინის შესაქმნელად Webiz-ის გუნდთან ერთად?

რა არის UI/UX დიზაინი ?

სანამ იმაზე ვიმსჯელებდეთ თუ რა არის ამ ბლოგის მთავარი არსი, კარგი იქნება თუ რამდენიმე ცნების შინაარსში კარგად გავერკვევით. ზემოხსენებული ტექნოლოგიური სლენგი იმდენად ხშირად და დაუფიქრებლად გამოიყენება, რომ ცოტა რთული ხდება მისი სრულყოფილად განმარტება. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ UI/UX მხოლოდ ტექნოლოგიური საკითხებით არ შემოიფარგლება და იგი მხოლოდ თანამედროვეობის ნაწილი არ არის.  

ცნებების შედარება და კონტრასტი

კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ადამაინებსა და გარე სამყაროს შორის არსებულმა ურთიერთობამ და ინტერაქციამ გარკვეულწილად სახე იცვალა, სწორედ მისმა ცვლილბებმა ჩამოაყალიბა და შექმნა ის, რასაც დღეს UX დიზაინს ვუწოდებთ. პირდაპირი გაგებით, იგი ,,მომხმარებელთა გამოცდილებას’’(User Experience) ნიშნავს, რომელიც პირველად, მე-20 საუკუნის ბოლოს, სიტყვით გამოსვლისას გამოიყენეს. ამ ცნობილი ტერმინის შემქმნელმა, დონ ნორმანმა, განმარტა იგი, როგორც ყოვლისმომცველი ფენომენი, რომელიც შეიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, კონკრეტული დაწესებულების მიმართებითი დინამიკით – თუ რა სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობს იგი და როგორ რეაგირებს მათზე მეორე მხარე ანუ მომხმარებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაფართოვოთ ასეთი განმარტება და ვთქვათ, რომ ნებისმიერი მოვლენა ან დაწესებულება ემპირიციზმის ფარგლებში UX-ის ქვეშ უნდა განვიხილოთ, თუმცა სიმარტივისთვის, ჯობს, არ გადავკვეთოთ ფილოსოფიური დისკურსი და ჩვენი ინტერესის სფეროს ფარგლებში დავრჩეთ.    

UX დიზაინერები ძირითადად ისეთი თემებით ინტერესდებიან, როგორიცაა:

  • რა ემოციებს იწვევს კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურება საბოლოო მიმღებში?
  • რა დონის კომფორტს გრძნობენ მომხმარებლები შეთავაზებული სერვისების გამოყენებისას?
  • როგორაა შესაძლებელი დადებითი ემოციის გაძლიერება ოფტიმალურ დონემდე?
UI დიზაინერები ტექნიკური სამყაროს საზღვრებში უნდა დარჩნენ. მათი ვალდებულებები არ ეხება, კოლეგების მსგავსად, ბიოსოციალურ პასუხისმგებლობებს. UI დიზაინერების მოვალეობაა, რომ იმუშაონ იმის გაუმჯობესებაზე თუ როგორ ურთიერთქმედებს მომხმარებელი კონკრეტულ მოწყობილობასთან იქნება ეს ციფრული მოწყობილობა, სმარტფონი თუ ნებისმიერი ვებსაიტი. იმ შემთხვევაში, თუ ინტერფეისი მოსახერხებელია მომხმარებლისთვის, ნებისმიერს შეუძლია მისი გამოყენება და არ მოითხოვს სპეციალურ ტექნოლოგიურ ცოდნას – UI დიზაინერებს თავისი საქმე შესანიშნავად შეუსრულებიათ.    

საუკეთესო გზა UI/UX დიზაინის აუთსორსისთვის

გასაკვირი არაა, რომ კარგი დიზაინის გუნდის არსებობა და შენარჩუნება არ თავსდება კომპანიის თანხის დაზოგვის მიზნებთან. სწორედ ამ პროცესში იჩენს თავს აუთსორსინგი, როგორც ალტერნატივა, რადგან სხვაგვარად UI დიზაინისა და UX კვლევის განხორციელება ძვირადღირებული და არახელმისაწვდომია კოპანიებისთვის. აუთსორსინგი ბევრად უფრო ბიუჯეტურ საშუალებებს გვთავაზობს. პროდუქტების კომპანიის შიგნით, დიდი დანახარჯებით შექმნის ნაცვლად, აუთსორსინგით შესაძლებელი ხდება საქმის ეფექტურად შესრულება მესამე მხარის გამოყენებით. თანაც, მიზერული ფულადი დანახარჯებით. დიზაინისა და დამუშავების პროცესმა უნდა გაიაროს მუდმივი ცვლილებებისა და ალტერნატივების განხილვის ფაზა იმისთვის, რომ სრულყოფილ ვერსიას მიაღწიოს. ეს პროცესი კომპანიებისთვის ზედმეტ ზეწოლასთან ასოცირდება და სწორედ ამიტომაა აუთსორსინგი საუკეთესო გამოსავალი. მისი განხორციელების ყველაზე მარტივი გზაა, რომ კლიენტმა ისეთ კომპანიასთან შეინარჩუნოს ურთიერთობა, რომელიც საიმედო და პროფესიონალია.  

UI/UX დიზაინის სააგენტოები საქართველოში

ჩვენ უკვე ვახსენეთ აუთსორსინგის განხორციელების, უფრო სწორად კი აუთსორსინგულ კომპანიასთან თანამშრომლობის ალტერნატივა. მიზანშეწონილი იქნება, რომ მკითხველი იმ ადგილობრივ სააგენტოსაც იცნობდეს, რომელსაც შეუძლიათ საკუთარი პროდუქტების ბედი ანდონ და დარწმუნებულები იყვნენ საბოლოო შედეგის მაღალ ხარისხში. თბილისში მრავალი კომპანია ოპერირებს, რომელთა ძირითადი მიმართულებებია ვიზუალური დიზაინი, მომხმარებელთა ტესტირება, UI/UX მახსიათებლების დანერგვა მარკეტინგსა და პროდუქტის შექმნის პროცესში, თუმცა ქვემოთ განხილული კომპანია ნამდვილად მოგხიბლავთ უნიკალური და მარტივი მიდგომით, კარგად გაწვრთნილი გუნდითა და მომსახურების ფართო სპექტრით.  

გაიცანი Webiz-ი

Webiz-ი, ალბათ, საუკეთესო კომპანიაა აუთსორსინგის თვალსაზრისით. იგი უზრუნველყოფს პროფესიონალურ დახმარებას, როდესაც საქმე UI/UX საჭიროებებს ეხება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორივე მიმართულება დიდი ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს Webiz-ის დახმარებით სპეციალური ჯგუფის შექმნაა შესაძლებელი, რომელიც კონკრეტულად თქვენი პროექტის თითოეულ დეტალზე იქნება ფოკუსირებული. იმის გარკვევის შემდეგ, თუ რა მოლოდინები, იმედები და ამბიციები გაქვთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, დიზაინერების ინტენსიურად გაწვრთნილი გუნდი მაშინვე დაიწყებს საუგეთესო გეგმის შემუშავებას. აუცილებლობის შემთხვევაში კომპანია გამოყოფს დამატებით წევრებს და გააფართოვებს უკვე არსებულ ჯგუფს. ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, სადაც მრავალი პროექტი სტაგნაციას განიცდის, Webiz-ი მუდმივად აკონტროლებს სამუშაო დინამიკას. ეფექტური UI/UX დიზაინის მიღწევა შეუძლებელია მუდმივი ცვლილებების გარემოცვაში, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს  პროცესის განხილვასა და დახვეწას თითოეულ ეტაპზე. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად, აუთსორს კომპანიებს არაფერი აქვთ თვალსაჩინოებისთვის. ისინი მიყვებიან კონკრეტული პროდუქტის გეგმას და არ განიხილავენ შესაძლო ალტერნატივებს, რითიც შესაძლოა პროდუქტმა უკეთეს შედეგს მიაღწიოს ან გააუმჯობესოს პროდუქტის დასრულების საერთო პროცესი. Webiz-თან ერთად ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებზე ფიქრი არ მოგიწევთ. ამ კომპანიის UI/UX დიზაინერებს გასაოცრად ინოვაციური ხედვა აქვთ და ხშირად, მაშნაც კი, თუ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მუშაობენ, მუდმივად განიხილავენ ახალ იდეებს, რაც მათი მიზნის სრულყოფილად განხორციელებაში ეხმარებათ.  

ახლა უკვე იცი

არ აქვს მნიშნელობა რამდენად ძველმოდურია თქვენი ხედვა იდეალურ კომპანიასთან დაკავშირებით, არვინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ UI/UX ყველაზე მყარი საფუძველია ბიზნესის წარმატებისთვის. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, სწორედ მასზეა აგებული პროდუქტის ან მომსახურების ყველა სხვა ასპექტი. თუ ის, რასაც აწარმოებთ მომხმარებლებში პოზიტიურ ემოციას იწვევს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან კიდევ ერთხელ. თუ თქვენი ვებსაიტი გასაგებია ნებისმიერი ადამიანისთვის და არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნის მქონე პირებისთვის – აშკარაა, რომ ბევრი ვიზიტორი გეყოლებათ. ხოლო, თუ მომხმარებელთა გამოცდილებაც და ინტერფეისიც თანამედროვეობის შესაბამისია, მაშინ თქვენი კომპანია მზადაა წარმატებისთვის. შესაძლოა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეძებდეთ თქვენი ოცნების გუნდს UI/UX დიზაინის თვალსაზრისით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ამ სფეროს მოთხოვნადი ხასიათი და გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ. საქართველოში ასეთი გადაწყვეტილება Webiz-ის არჩევაა, სწორედ იმ შთამბეჭდავი და არასრული მიზეზების გამო, რაც ზემოთაა მოცემული. Webiz-ი – თქვენი საუკეთესო  UI/UX დიზაინის არჩევანი !  
მარიამ ბაბუნაშვილი

მარიამ ბაბუნაშვილი

ბოლოს დამატებული