BTU-ს 4 წლის იუბილე

Webiz ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს მე-4 დაბადების დღეს ულოცავს.   ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტმა, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური განათლება საქართველოში განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში, საზოგადოებას წარუდგინა ახალი ინიციატივები და ინოვაციური პროექტები. 12 მიმართულება და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება, მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას საქართველოში.   ინიციატივა 5.0 და ცოდნის ბანკი წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებს შორის.   ინიციატივა 5.0 – ტექნოლოგიები ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში – ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის.   ინიციატივა 5.0 მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებას და მოწინავე ტექნოლოგიურ სექტორებში ინტეგრაციის სტიმულირებას.   ამ მიზნით, Webiz- ისა და სხვა პარტნიორების ჩართულობით, BTU იწყებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროექტებს სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა: Fintech; Agritech; Healthtech; Edutech; Greentech; Femtech; Legaltech; Culturetech; Deeptech; Mediatech და ა.შ.  
მარიამ ბაბუნაშვილი

მარიამ ბაბუნაშვილი

ბოლოს დამატებული