შენი დეველოპერული პარტნიორი საქართველოში ვებიზის შესახებ

ვებიზის განვითარების ისტორია ორი ანტერპრენერის – დევიდისა და ეიალის იდეით დაიწყო, შეექმნათ სერვისები ელ-კომერციასთან დაკავშირებული სტარტაპებისთვის. ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულის, მენი ბენიშის თანადგომით, მათ შეძლეს საკუთარი გეგმის განხორციელება და მალევე მოიხიბლნენ საქართველოს კულტურითა და მომსახურების ხარისხით.

დევიდისა და ეიალის იდეით მალევე დაინტერესდნენ ისრაელის სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ეძებდნენ პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებს და სწორედ ასეშეიქმნა ვებიზი.

ვებიზი არის დინამიური, კრეატიული და ახალგაზრდა კომპანია, რომელიც მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს. ვებიზის გუნდი არის მაღალკვალიფიციური, მოტივირებული და საქმის ერთგული, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მაღალი ხარისხის სერვისები და გავიზიაროთ ჩვენიკლიენტების ღირებულებები. 

 ისტორიის მიღმა ჩვენ შესახებ

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც გამოცდილმა ანტერპრენერებმა ახალი ბიზნეს იდეის ძიება დაიწყეს და მალევე დაარსდა ვებიზიც.  კომპანიის გაყიდვებისა და მენეჯმენტის ოფისი თელავივში მდებარეობს.  ისრაელის გუნდი თავადვე წარმატებით იყენებს ვებიზის სერვისებს საკუთარი პროექტებისთვის. 

დაგვიკავშირდით ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია

Eyal Bar-Oz

Co-founder, CEO

წამყვანი ანტერპრენერი, რომელსაც გააჩნია 20-წლიანი გამოცდილება ელ.კომერციის ინდუსტრიაში. ეფილიატ მარკეტინგის ექსპერტი, SAAS პლატფორმის, B2B და B2C სტრატეგიების ექსპერტი,რომელიც ასევე კარგად იცნობს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეიალი არის პლატფორმების Webiz.com და 365dropship.com დამფუძნებელი, მენტორი და ბევრი სხვადასხვა პროექტისა თუ სტარტაპის შემქმნელი. 

David Zerah

Co-founder

ინვესტორი, მენტორი და კონსულტანტი, რომელიც ეხმარება ახალ და იმედის მომცემ სტარტაპებს ციფრული მედიის, ელ. კომერციის, კორპორატიული თანამშრომლობისა და კომუნიკაციის სფეროებში. დევიდის პროექტებია Monday.com, Interactech.com, Touch-cast.com, Junojourney.com და ბევრი სხვა. 

Meni Benish

Co-founder

ბიზნესმენი და საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში. 25-წლიანი გამოცდილების მქონე სხვადასხვა ბიზნეს სტრატეგიაში: გაყიდვები და მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი და რეკლამა, სტრატეგიული დაგეგმვა და ბრენდინგი. Benish Group-ის დამფუძნებელი,“არქი” ჯგუფის თანადამფუძნებელი. 

დაგვიკავშირდით ჩვენი პროექტები

დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით

ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი იდეა და დაგეხმაროთ მათ განხორციელებაში. 

სამუშაო საათები: ორშ-პარ 10:00-დან 19:00 საათამდე მოგვწერეთ.

მოგვწერეთ თქვენთვის სასურველ დროს  და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ!

+995 511 14 87 10

Info@webiz.com

ჟიული შარტავას ქ. N 31, თბილისი